პოლონური კომპანია Pronar, სასოფლო-სამეურნეო და მუნიციპალური აღჭურვილობის მსხვილი მწარმოებელი, აპატენტებს სპეციალურ მანქანას, რომელიც უკრაინას მინდვრებისა და სამშენებლო უბნების ნაღმებისგან გაწმენდაში დაეხმარება.
ამ მანქანის წარმოება 2024 წლიდან დაიწყება.
მანქანა იქნება ავტომატიზებული, დისტანციურად მართვადი და შეიძლება გამოყენებულ იქნეს მინდვრებში, სამშენებლო ობიექტებში და სხვა ღია ადგილებში.
მანამდე უკრაინის ეკონომიკის სამინისტრომ მიუთითა, რომ ქვეყანას აქვს ნაღმებისგან გამწმენდი 30 მანქანა, რომელთაგან 25 მუდმივად მუშაობს.
Pronar არის პოლონური მწარმოებელი კომპანია, რომელიც 1988 წლიდან ფუნქციონირებს. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მას აქვს ცხრა საწარმოო ობიექტი, საკუთარი კვლევისა და განვითარების ცენტრი, აეროპორტი და საგამოფენო ცენტრი.
კომპანია აცხადებს, რომ აქვს მნიშვნელოვანი პოზიცია ევროპაში სასოფლო-სამეურნეო და გადამმუშავებელი ტექნიკის წარმოებაში, პროდუქციის მიწოდებით მთლიანობაში 80-ზე მეტ ქვეყანაში. Pronar -ში დასაქმებულია 3000-ზე მეტი თანამშრომელი.