პოლონეთის დედაქალაქ ვარშავასთან ახლოს მდებარე აეროდრომზე პატარა თვითმფრინავი ანგარს შეეჯახა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. სამაშველო სამსახურის ცნობით, კატასტროფის „სავარაუდო მიზეზი“ ცუდი ამინდი იყო.

კატასტროფის ადგილი ვარშავიდან 47 კმ-ში მდებარეობს. 

პოლონური მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომელიც ჩამოვარდა, Cessna 208 ტიპისაა.