16 ოქტომბერს, ხუთშაბათს, პოლონეთში ტაქსის მძღოლების მასშტაბური გაფიცვა გაიმართება, რომლის ორგანიზატორიც პროფკავშირი „Solidarność Taxówkarzy Zawodowych“ იქნება. გაფიცვა ვარშავასა და ქვეყნის უმეტეს დიდ ქალაქებში გაიმართება, დილიდან დაიწყება და 14:00 საათამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში მოსალოდნელია საგზაო მოძრაობის მნიშვნელოვანი შეფერხებები.

კამპანიის მთავარი მიზანია მგზავრებისა და მძღოლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ასევე სატრანსპორტო ბაზარზე გამჭვირვალობისა და თანაბარი პირობების აღდგენა.

ტაქსის მძღოლები სატრანსპორტო პლატფორმების საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის გადახედვას და შუამავალ კომპანიებზე კონტროლის გამკაცრებას მოითხოვენ, რომლებიც, მათი თქმით, არსებული რეგულაციების დარღვევით მოქმედებენ.

ვრცლად 34travel.me – ზე