პოლონელ მეცნიერთა ჯგუფმა კვიპროსელ და იტალიელ კოლეგებთან ერთად დაიწყო ავტონომიური რობოტის შექმნა, რომელსაც შეუძლია თავის თავზე აიღოს მეტყევის მოვალეობის შესრულება, ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.

ახალი რობოტი შეძლებს არა უბრალოდ ხეების დათვლას (როგორც ტყის სტანდარტული  ინვენტარიზაციისას), არამედ გააანალიზებს მთლიანად ეკოსისტემის მდგომარეობას. სენსორებითა და კამერებით აღჭურვილი ის დააფიქსირებს გარეული ცხოველების არსებობას, განსაზღვრავს მათ რაოდენობას და მიგრაციის მარშრუტებსაც კი გააკონტროლებს.

რობოტის კიდევ ერთი სასარგებლო ფუნქციაა ტკიპების შეგროვება. ეს ხელს შეუწყობს მათი პოპულაციის შესწავლას და შეამცირებს დაავადების გავრცელების რისკს.