22 მაისს პოლონეთმა აშშ-სგან ნაყიდი 32 F-35A ავიაგამანადგურებლების პირველი პარტია მიიღო.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა აღნიშნა, რომ მიღებული 3 თვითმფრინავი "NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე პირველი მეხუთე თაობის ავიაგამანადგურებლები არიან".

2020 წელს პოლონეთმა მწარმოებელ კომპანია Lockheed Martin-სგან 32 ერთეული F-35A $4.6 მილიარდად შეუკვეთა.

არაოფიციალური ცნობებით, მიმდინარე წლის ბოლომდე პოლონეთის ლასკის ავიაბაზაზე სულ 14 F-35A-ს მიღებაა მოსალოდნელი, ხოლო სრულ საბრძოლო მზადყოფნას ისინი მომავალ წელს მიაღწევენ. 32 თვითმფრინავის მიწოდება და სრული ოპერატიული მზადყოფნა კი, 2032 წლისთვის უნდა დასრულდეს.

tabula.ge