ფერმერები სამშაბათს პოლონეთის ქალაქების ქუჩებში გამოვიდნენ პროტესტის ნიშნად – ძირითადად ევროკავშირსა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს შორის სავაჭრო შეთანხმების წინააღმდეგ (Mercosur).

ამის შესახებ „ევროპეისკაია პრავდა“ Polsat News-ზე დაყრდნობით იტყობინება.

დემონსტრანტები მთავრობისგან ითხოვენ, რომ დაბლოკოს ევროკავშირსა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს შორის შეთანხმება და შეაჩეროს ევროკავშირის „მწვანე კურსი“. 

ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქცია ქალაქ ელბლაგში მოეწყო. მისმა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თქვა, რომ აქცია გაფრთხილებად უნდა ჩაითვალოს.