ისრაელის ცენტრალური საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა.
ქვეყნის ცესკო-ს მონაცემებით, ხმების 35.6%-ის დათვლის თანახმად, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მხარდამჭერი ბლოკი 120-ადგილიან ქნესეთში 59 მანდატს მოიპოვებს, ნეთანიაჰუს მოწინააღმდეგე პოლიტიკური ბლოკი კი 46 მანდატს.
ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდს“ ქნესეთში 120-დან 29 მანდატი, ხოლო მისი მთავარი კონკურენტის, გადგი აიზენკოტის პარტია „იაშარს“ კი 20 მანდატი ექნება.
მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის აუცილებელია 61 მანდატი, შესაბამისად, წინასწარი მონაცემებით, ვერცერთი პოლიტიკური ბლოკი საჭირო უმრავლესობას ვერ აგროვებს.
ისრაელში საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 77.7% შეადგინა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ეს 1999 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. არჩევნებში მონაწილეობა დაახლოებით 7.3 მილიონი ამომრჩევლიდან, თითქმის 5.7 მილიონმა მიიღო. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 22:00 საათზე დაიხურა. ხმების დათვლა ჯერ დასრულებული არ არის.
1tv.ge