მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ტურისტული ადგილი - ეიფელის კოშკი ორშაბათს თანამშრომლების გაფიცვის გამო დაიხურა - ამის შესახებ ინფორმაციას reuters ავრცელებს, მედიის ცნობით გაფიცვის მიზეზი ძეგლის ფინანსური მართვა გახდა.
თანამშრომლების გაფიცვა დაემთხვა იმ პერიოდს, როდესაც პარიზი 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადის მასპინძლობის სამზადისშია.
პროფკავშირებში აცხადებენ, რომ მერია, რომელიც კოშკის მეთვალყურე კომპანიის Societe d'Exploitation de la Tour Eiffel (SETE)-ის 99%-ს ფლობს, ოლიმპიადის წინ ძეგლის მოვლისა და მომსახურების ხარჯებს სათანადოდ არ აფასებს. მათი შეფასებით, ამან, თავის მხრივ შესაძლოა, სარემონტო სამუშაოების შეფერხება და ვიზიტორების რისკის ქვეშ დაყენება გამოიწვიოს.