პარიზის მერია მდინარე სენაზე 2025 წლისთვის წყლის ხარისხის იმ დონემდე მიყვანას გეგმავს, რომ მასში ბანაობა უსაფრთხო იყოს. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.

მერიამ უკვე მონიშნა 20 პუნქტი, სადაც შესაძლოა, სრულფასოვანი პლაჟები მოეწყოს. სენაში წყლის გასაუმჯობესებლად პარიზში მდინარის სისუფთავის სტანდარტებს განაახლებენ, ასევე, დამონტაჟდება დამატებით გამწმენდი აღჭურვილობა და ახალი მცენარეულობა დაირგვება.

მე-20 საუკუნემდე სენაში ბანაობა ჩვეულებრივი მოვლენა იყო, თუმცა ქალაქისა და მდინარის მოძრაობის ზრდასთან ერთად ბანაობა ზუსტად ასი წლის წინ აიკრძალა. ამასთან, 40 წლის წინ მდინარე იმდენად დაბინძურდა, რომ მასში მხოლოდ ორი სახეობის თევზი გადარჩა.

დღეისთვის სენაში ოცდაათზე მეტი სახეობის თევზია, ხოლო წყლის ნიმუშის 91% კარგ მაჩვენებლებს აფიქსირებს.

bpn.ge