პანამის არხი, რომელიც არის ნეიტრალური, მსოფლიოსთვის ღია და უფრო ინტეგრირებული ვაჭრობის ხელშემწყობი, არის და დარჩება პანამურ არხად, – ამის შესახებ პანამის პრეზიდენტმა, ხოსე რაულ მულინომ გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პანამის პრეზიდენტის თქმით, ნეიტრალიტეტი არხის, როგორც გლობალური აქტივის, უსაფრთხოების დასაცავად ყველაზე შესაფერისი გზაა.

მულინოს განცხადებით, პანამის არხი მდგრადი, ეფექტური და ნეიტრალური გზით ფუნქციონირებს.

„კონტინენტის სატრანზიტო ქვეყნისა და ლოგისტიკური ცენტრის სახით, პანამა სპეციალიზებულ სააგენტოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას გთავაზობთ, მათ შორის საზღვაო უსაფრთხოების ხელშეწყობის რეგიონული ქსელის შექმნას“, – აღნიშნა ხოსე რაულ მულინომ.

2024 წლის დეკემბერში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა, შესაძლოა, პანამის არხზე კონტროლი დაიბრუნოს.

პირველი არხი