პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იმრან ხანი ისლამაბადში დააკავეს. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ მისი დაპატიმრება Al-Qadeer Trust-ის ფონდის თანხების მითვისების საქმეზე სასამართლო სხდომის ფარგლებში მოხდა.
ხანის დაკავების შემდეგ მის მომხრეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მათ შორის არიან ხანის ადვოკატები, მის მომხრეები და რამდენიმე პოლიციელი.
ხანი თანამდებობიდან 2022 წლის 10 აპრილს პარლამენტის მიერ მისთვის უნდობლობის გამოცხადების გამო გადააყენეს . პაკისტანის სასამართლოებში მის წინააღმდეგ ამჟამად ათეულობით სისხლის სამართლის საქმე წარმოებს სხვადასხვა ბრალდებებით, მათ შორის ტერორიზმისა და ბუნტის გამო.
თავად ხანი ამტკიცებდა, რომ მისი ხელისუფლებიდან გადაყენება უკანონო იყო და კამპანიას აწარმოებდა მოქმედი პრემიერ-მინისტრის შაჰბაზ შარიფის მთავრობის წინააღმდეგ, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით.