ორმა რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავმა პოლონურ საბურღ პლატფორმას დაბალ სიმაღლეზე გადაუფრინა. ამის შესახებ განცხადებას პოლონეთის სასაზღვრო სამსახური ავრცელებს.

“ორმა რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავმა დაბალ სიმაღლეზე გადაუფრინეს Petrobaltic-ის პლატფორმას ბალტიის ზღვაში. დარღვეულ იქნა პლატფორმის უსაფრთხოების ზონა. პოლონეთის რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებსა და სხვა სამსახურებს ინფორმაცია მიეწოდათ”, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, იმავე დღეს, 19 სექტემბერს, სამი რუსული საბრძოლო თვითმფრინავი ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და მასში ჯამში 12 წუთი გაატარეს. თავის მხრივ, ნატო-ში განაცხადეს, რომ მათ საპასუხოდ საბრძოლო თვითმფრინავები აწიეს.