ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობამ (OUP) Rizz წლის სიტყვად დაასახელა. Rizz არის თინეიჯერული ჟარგონია, რომელიც სიტყვა „ქარიზმის“ შემოკლებული ფორმაა და Gen Z ამ სიტყვას სტილის, ხიბლის ან მიმზიდველის აღსანიშნავად იყენებს

OUP-ის თქმით, სავარაუდოა, რომ სოციალური მედიიდან და ინტერნეტიდან მიღებული მეტი სიტყვა დამკვიდრდეს ყოველდღიურ ენაში დროთა განმავლობაში გამოყენებული იქნება ყოველდღიურ ენაში.

„Rizz-ის გამოყენების მონაცემების მატება იმაზე მეტყველებს, რომ სიტყვები და ფრაზები, რომლებიც წარმოიქმნება ინტერნეტ-კულტურიდან, სულ უფრო და უფრო ხდება ყოველდღიური სასაუბრო ენის ნაწილი და მომავალშიც გააგრძელებს ენის ტენდენციების ფორმირებას“, - განაცხადა Oxford Languages-ის პრეზიდენტმა კასპერ გრატვოლმა.

სიტყვა Rizz განსაკუთრებით პოპულაური Buzzfeed-ში გამოქვეყნებული ტომ ჰოლანდის ინტერვიუს შემდეგ გახდა, სადაც ჰკითხეს - ვინ იყო მისი rizz-ი, რაზეც ჰოლანდმა თქვა, რომ არ ჰყავდა rizz-ი.