ოქროს ფასმა ხუთშაბათს ისტორიული მაქსიმუმი განაახლა, ზრდა ზედიზედ მეხუთე სესია გრძელდება.

უსაფრთხო თავშესაფრად ქცეული აქტივები ინვესტორებს იზიდავს მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას – ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის სავაჭრო დაძაბულობის ესკალაციის, ასევე აშშ-ში ფედერალური მთავრობის მუშაობის შეჩერებისა და ფსონების გაზრდა იმაზე, რომ ფედერალური რეზერვი ოქტომბრის სხდომაზე საპროცენტო განაკვეთებს შეამცირებს,  –  იუწყება Reuters–ი.

ხუთშაბათს ოქროს სპოტურმა ფასებმა 0.6%-ით მოიმატეს და უნციაზე 4,233.06 აშშ დოლარი შეადგინეს. სესიის დასაწყისში მათ რეკორდულ მაქსიმუმს - უნციაზე 4,241.77 აშშ დოლარს მიაღწიეს.

დეკემბრის ფიუჩერსების ფასები 1.1%-ით გაიზარდა და უნციაზე 4,246.6 აშშ დოლარი შეადგინა.

ვრცლად interfax – ზე