აშშ დოლარის დასუსტებისა და იმ მოლოდინების ფონზე, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა ამ თვეში ძირითად საპროცენტო განაკვეთს შეამცირებს, ერთი უნცია ოქროს ფასმა 3,508 დოლარს გადააჭარბა და ყველა დროის მაქსიმუმს, ხოლო ვერცხლის ღირებულებამ 14-წლიან მაქსიმუმს მიაღწია. მოგვიანებით, დოლარის გამყარების ფონზე, ევროპულ ბირჟებზე ორივე ძვირფასი ლითონის ფასი დაეცა. მიმდინარე წელს ოქრო 33 პროცენტით გაძვირდა, გასული წელს კი ზრდამ 27 პროცენტი შეადგინა.

ბაზრების შეფასებით, 89-პროცენტიანი ალბათობა არსებობს იმისა, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა თვის ბოლომდე ძირითად საპროცენტო განაკვეთს 25 საბაზისო პუნქტით შეამცირებს. ასეთი პერსპექტივა კი, გრძელვადიან ინფლაციასთან დაკავშირებულ შეშფოთებასა და გლობალურ ბაზრებზე არსებულ მღელვარებასთან ერთად, ძვირფასი ლითონების ფასს ზრდის.

ამას ემატება ფედერალური სარეზერვო სისტემის დამოუკიდებლობის ირგვლივ არსებული კითხვები, რაც აშშ-ის ცენტრალურ ბანკზე პრეზიდენტ ტრამპის შეუპოვარი თავდასხმებით და მისი მმართველის, ლიზა კუკის დათხოვნის მცდელობებით არის გამოწვეული.

წყარო: 1არხი