ოქროს ფასი ორშაბათს მკვეთრად გაიზარდა, უსაფრთხო აქტივებზე მოთხოვნის ზრდის ფონზე.

Comex-ის ბირჟაზე დეკემბრის ოქროს ფიუჩერსები 1.5%-ით გაიზარდა და უნციაზე 3,965.4 აშშ დოლარი შეადგინა.

წლის დასაწყისიდან ძვირფასი ლითონის ფასი დაახლოებით 50%-ით გაიზარდა.

ოქროზე მოთხოვნა, რომელიც უსაფრთხო თავშესაფრად ითვლება, მაღალი რჩება აშშ-ის მთავრობის მიმდინარე დახურვისა და საფრანგეთში არსებული პოლიტიკური კრიზისის გამო.

ვრცლად interfax – ზე