OpenAI-მ, Anthropic-მა და Google-მა ჩინური კომპანიების მხრიდან თავიანთი AI-მოდელების ანალოგების შექმნასთან საბრძოლველად ერთობლივი მუშაობა დაიწყეს.
Bloomberg-ის ინფორმაციით, ამერიკული გიგანტების მიზანია, დაუპირისპირდნენ იმ ჩინურ კომპანიებს, რომლებიც გლობალურ ბაზარზე უპირატესობის მოსაპოვებლად აშშ-ის უახლეს ხელოვნური ინტელექტის მოდელებს ასლებს უქმნიან.
OpenAI-ს, Anthropic-ისა და Google-ის თანამშრომლობა იმ გამოწვევების შედეგია, რომელთაც ამერიკული კომპანიები ხელოვნური ინტელექტის ბაზარზე ჩინური კომპანიების მხრიდან აწყდებიან. განსაკუთრებით ჩინური ფირმების მიერ შეინიშნება ამერიკული პროდუქციის იმიტირებული, შედარებით ხელმისაწვდომი ვერსიების გამოშვება, რაც, თავის მხრივ, ბაზარზე არასამართლიან პირობებს ქმნის.