ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ჯგუფს OPEC და მათ მოკავშირეებს ჯერ არ დაუწყიათ ოფიციალური მოლაპარაკებები, ნავთობის დღიური მოპოვების  2,2 მილიონი ბარელით ნებაყოფლობითი შემცირების გაგრძელების შესახებ, თუმცა ასეთი ნაბიჯი მოსალოდნელია. ამის შესახებ Reuters-ი OPEC+-ის ქვეყნებიდან სამ წყაროზე დაყრდნობით წერს.

OPEC+-მა განახორციელა წარმოების შემცირების სერია 2022 წლის ბოლოდან, შეერთებულ შტატებსა და სხვა არაწევრ ქვეყნებში წარმოების ზრდის ფონზე  და ასევე მოთხოვნასთან დაკავშირებით არსებული შეშფოთების გამო,  რადგან წამყვანი ეკონომიკები მაღალი საპროცენტო განაკვეთებით ებრძვიან - წერს Reuters-ი.

ნავთობის მოპოვების პოლიტიკის დასადგენად OPEC+ მომდევნო შეხვედრას 1 ივნისს ვენაში გაამრთავს. თავად OPEC-მა კომენტართან დაკავშირებით Reuters-ის მოთხოვნას არ უპასუხა.

ამჟამად OPEC+ ამცირებს წარმოებას 5,86 მილიონი ბარელით დღეში, რაც უდრის გლობალური მოთხოვნის დაახლოებით 5,7%-ს. ეს რაოდენობა მოიცავს OPEC+-ის წევრების მიერ 3,66 მილიონი ბარელით შემცირებასაც, რომელიც დარჩება 2024 წლის ბოლომდე, და და ზოგიერთი წევრის მიერ  დღეში 2.2 მილიონი ბარელით ნებაყოფლობით შემცირებასაც, რომელსაც ვადა  ივნისის ბოლოს ეწურება.