2 ივნისს გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის საჯარო გამოსვლისას მოქალაქეები მილიტარისტსა და ომის წამქეზებელს ეძახდა. შოლცის თქმით, ნამდვილი მილიტარისტი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინია და ეს სიტყვები მის ნაცვლად სწორედ პუტინს ეკუთვნის.

„ომის ნამდვილი წამქეზებელი ვლადიმირ პუტინია. ის უკრაინაში 200 000-იანი ჯარით შეიჭრა. თავის იმპერიალისტურ ოცნებებს საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლეს სწირავს. პუტინს უკრაინის განადგურება და დაპყრობა სურს. ეს ისეთი რამაა, რასაც ჩვენ, როგორც თავისუფლების მეგობრები, დემოკრატები, ევროპელები ვერ დავუშვებთ. სანამ თქვენ „მშვიდობა ომის გარეშე"-ს ყვირით, პუტინმა აურაცხელი რაოდენობით ტანკები და რაკეტები შეკრიბა და უკრაინა მიზანში ამოიღო. ის ანგრევს ქალაქებს, სოფლებს, გზებსა და რკინიგზებს. მან მოკლა უთვალავი მშვიდობიანი მოქალაქე, ბავშვი და მოხუცებული. ჩვენ არ ვიცით, უკვე რამდენი ახალგაზრდა რუსი ჯარისკაცი მოკვდა მისი ოცნებისთვის. სავარაუდოდ, 100 000-დან 150 000-მდე. როგორ შეუძლია ვინმეს თავისი ქვეყნის ახალგაზრდების სიცოცხლეს ასე უდიერად მოეპყროს? მხოლოდ იმიტომ, რომ მას ძლიერი კაცი უნდა იყოს. ეს უპასუხისმგებლობაა. ეს არის ომის წაქეზება. ეს არის იარაღით ძალადობა," - განაცხადა შოლცმა