რუსეთის ქალაქ ნიჟნი-ნოვგოროდში 6 მაისს მანქანის აფეთქების შედეგად კრემლის მომხრე მწერალი და პოლიტიკური აქტივისტი, ზახარ პრილეპინი დაიჭრა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო სააგენტო TASS-ი ავრცელებს.
ერთ დროს მემარცხენე დისიდენტი, პრილეპინი გახდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი მხარდამჭერი მემარჯვენე ფრონტზე, ის ხმამაღლა უჭერდა მხარს რუსეთის უკრაინაში შეჭრას.