ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო 2027 წელს ხელახლა იყრის კენჭს მორიგი ვადით თანამდებობის დასაკავებლად. ამის შესახებ FIFA-ს პრესსამსახურმა გამოაცხადა.
„ფიფა-ს პრეზიდენტმა აპრილში განაცხადა, რომ 2027 წელს ხელახლა იყრის კენჭს. რა თქმა უნდა, არაფერი შეცვლილა. ბატონი ინფანტინო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს“, – წერია განცხადებაში.
ჯანი ინფანტინო ფიფა-ს პრეზიდენტის პოსტზე, 10 წელია, მუშაობს. მორიგი არჩევნები 2027 წლის აპრილში მაროკოში გაიმართება.