Nvidia Corp.-მა 2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადო ჩიპების დიზაინის პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელ კომპანია Synopsys Inc.-ში, სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს Nvidia-ს ძლიერი მხარეების ინტეგრირებას ხელოვნური ინტელექტისა და დაჩქარებული გამოთვლების სფეროში Synopsys-ის მოწინავე საინჟინრო გადაწყვეტილებებთან.

როგორც კომპანიების ერთობლივ პრესრელიზშია ნათქვამი, თანამშრომლობა მათ სპეციალისტებს საშუალებას მისცემს, რომლებიც კვლევასა და განვითარებაში არიან ჩართულნი მოახდინონ ახალი პროდუქტების პროექტირება, მოდელირება და ტესტირება უფრო მეტი სიზუსტით და ნაკლები დანაკარგებით.

Nvidia-მ Synopsys-ის აქციები 414.79 დოლარად შეიძინა, რაც პარასკევს დახურვისას 418.01 დოლართან შედარებით ნაკლებია.

ორშაბათს, წინასაბაზრო ვაჭრობისას, Synopsys-ის აქციები 7.4%-ით იზრდება, ხოლო Nvidia-ს აქციები 1.2%-ით იაფდება.

წყარო: Interfax