გერმანიის სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანია Securing Energy for Europe-მა (SEFE) და ნორვეგიის Equinor-მა ხელი მოაწერეს გრძელვადიან ხელშეკრულებას გერმანიაში ნორვეგიული ბუნებრივი გაზის ექსპორტზე.

ამის შესახებ Equinor-ის პრესრელიზშია ნათქვამი.

ნორვეგიული კომპანია პირობას დებს 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 2034 წლამდე წელიწადში 111 ტერავატსაათი (დაახლოებით 10 მილიარდი კუბური მეტრი) ბუნებრივ აირის მიწოდებაზე. შეთანხმება შესაძლოა კიდევ 5 წლით გახანგრძლივდეს. შესაძლებლობით. წლიურმა მიწოდებამ  გერმანიის სამრეწველო ბუნებრივი გაზის საჭიროების დაახლოებით მესამედი უნდა დაფაროს.

ადრე ამ ფუნქციას რუსული ,,გაზპრომი'' ასრულებდა. მისი მონოპოლია გერმანიასა და ევროპაში ისტორიას ჰბარდება.