ნორვეგიის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა სათამაშო კომპანია Norsk Tipping-მა შეცდომით „რამდენიმე ათას ადამიანს“ აცნობა, რომ მათ პარასკევს Eurojackpot-ის „ზედმეტად მაღალი“ პრიზები მოიგეს „კოდში შეცდომის“ გამო, რომელიც სათამაშო სისტემაში ევრო ცენტების ნორვეგიულ კრონებად გადამყვანია.
პრესრელიზში, Norsk Tipping-მა განაცხადა, რომ მან პარასკევს საღამოს თავისი ვებსაიტიდან და აპლიკაციიდან არასწორი პრიზების ოდენობა ამოიღო, ხოლო პრიზების სწორი მიმოხილვა პლატფორმებზე შაბათს საღამოს აიტვირთა.
Norsk Tipping-ის წარმომალგენლის ცნობით, არანაირი არასწორი გადახდები არ განხორციელებულა.
ნორვეგიის აზარტული თამაშების მარეგულირებლისა და იმედგაცრუებული მომხმარებლების მკაცრი კრიტიკის შემდეგ, კომპანიამ აღიარა, რომ კრიტიკა „გამართლებული“ იყო.
შაბათს, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტონიე საგსტუენმა, ბოდიში მოიხადა და თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.