ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში მიმდინარე მოვლენებს განცხადებით გამოეხმაურა.
„ევროკავშირის მსგავსად ნორვეგიის მთავრობა საქართველოსთვის აწესებს შემდეგ შეზღუდვებს:
- საქართველოს ხელისუფლებასთან შეწყდება ყველა სახის პროექტი;
- ნორვეგიის მხრიდან საქართველოს მთავრობას შეუწყდება ყველანაირი ფინანსური მხარდაჭერა;
- შეწყდება საქართველოსა და ნორვეგიას შორის თანამშრომლობა სამხედრო სექტორში;
- შემცირდება პოლიტიკური კონტაქტები;“ - წერია განცხადებაში.
გარდა ამისა, ნორვეგიის საგარეო უწყების განცხადებით, EU-ის მიერ ქართველი დიპლომატებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით ქვეყანა პარალელური ზომების მიღებას განიხილავს.