ნიუ–იორკი აგრძელებს პირველი ადგილის დაკავებას მსოფლიოს უმსხვილესი ფინანსური ცენტრების რეიტინგში და ლიდერობას არ თმობს 2018 წლის შემოდგომიდან, – ამის შესახებ ნათქვამია ფინანსური საკონსულტაციო კომპანია Z/Yen Group Ltd.-ის უახლეს მიმოხილვაში, რომელიც გლობალური ფინანსური ცენტრების ინდექსს (GFCI) ითვლის.
ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ნიუ-იორკმა სამი ქულა დაკარგა და 766 ქულა დააგროვა. მეორე ადგილზე მყოფმა ლონდონმა კი პირიქით სამი ქულა მოიპოვა და ლიდერთან ჩამორჩენა მხოლოდ ერთ ქულამდე (765) შეამცირა.
მარტში გამოქვეყნებულ წინა რეიტინგთან შედარებით, ტოპ 10-ში ცვლილებები არ მომხდარა.