ფლორიდის მკვიდრი ჰარუნ აბდულ-მალიქ იენერი ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე (NYSE) აფეთქების მოწყობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ სასამართლო დოკუმენტების გასაიდუმლოების შემდეგ გახდა ცნობილი, წერს The Hill.

იენერს ბრალი ედება სახელმწიფოთაშორის ან საერთაშორისო ვაჭრობისთვის გამოყენებული შენობის განადგურების მცდელობაში, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის საშუალებით.

გამოძიება თებერვალში დაიწყო, როდესაც FBI-მ მიიღო ინფორმაცია, რომ იენერს ჰქონდა ბომბის დამზადების გეგმა. ჩხრეკის შემდეგ, აგენტებმა აღმოაჩინეს ბომბის დამზადების გეგმა, ელექტრონული მიკროსქემის დაფები, საათები ტაიმერებით და სხვა აღჭურვილობა, რომელიც საჭიროა ასაფეთქებელი მოწყობილობის შესაქმნელად.

იენერს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.