ნიდერლანდებში ველოსიპედისტებს შუქნიშანთან დიდხანს ლოდინი აღარ მოუწევთ - მწვანე შუქი მათთვის უფრო სწრაფად აინთება – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.

შესაბამისი აპლიკაცია სახელწოდებით Da's zo gefietst შემუშავდა, რათა მცხოვრებლები ტრანსპორტის ამ ფორმის არჩევისკენ წაეხალისებინათ. როგორ მუშაობს აპლიკაცია? როდესაც ველოსიპედისტები ჭკვიან შუქნიშანს უახლოვდებიან, აპლიკაცია ავტომატურად აგზავნის სიგნალს. ამის შემდეგ, მწვანე შუქი თითქმის მაშინვე ინთება.

ასეთი ჭკვიანი შუქნიშნები უკვე მოქმედებს მთელ ნიდერლანდებში.