Nestlé ჯგუფმა წლის პირველ სამ თვეში ფასები 10%-ით გაზარდა, რაც ყველაზე სწრაფი ტემპია ბოლო 30 წლის განმავლობაში. ამავდროულად, გაყიდვები მინიმალურად შემცირდა, რადგან მომხმარებლები მზად იყვნენ მეტი გადაეხადათ, ამის შესახებ Financial Times-ი იტყობინება.
Nestlé-მ ყველაზე დიდი - 12%-იანი ზრდა დააფიქსირა რძის, ნაყინისა და შინაური ცხოველების პროდუქტებში.
გასული წლის ბოლოს 10.1%-იანი ფასების ზრდის შემდეგ, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ფასები კიდევ 9.8%-ით გაიზარდა. მსგავსი მასშტაბის ფასების ზრდა ბოლოს 1990 წელს დაფიქსირდა.
გაყიდვები 5,6%-ით გაზარდა 23,5 მილიარდ შვეიცარიულ ფრანკამდე (26,5 მილიარდი აშშ დოლარი). ციურიხში, ადრეულ ვაჭრობაში, ციფრების მოსალოდნელზე მაღალმა მაჩვენებლებმა Nestlé-ს აქციების ფასი 1,5%-ით გაზარდა.
მისი რეალური შიდა ზრდა - გაყიდვების მოცულობის საზომი - მხოლოდ 0.5%-ით შემცირდა ბოლო 3 თვეში, რაც შესამჩნევი გაუმჯობესებაა წინა კვარტალის 2.6%-იანი კლების შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ Nescafe-მ და KitKat-მა გასულ წელს ფასები 8,2%-ით გაზარდეს, მაგრამ ამან სრულად ვერ აუნაზღაურა ინგრედიენტების ხარჯების გაზრდის გავლენა მარჟაზე.