ორშაბათს, 29 ივნისს, ამერიკულმა სატელეკომუნიკაციო კორპორაცია Comcast-მა გამოაცხადა ორ დამოუკიდებელ საჯარო კომპანიად გაყოფის განზრახვის შესახებ.

განცხადების თანახმად, NBCUniversal-ის (რომელიც მოიცავს NBC-სა და Telemundo-ს სატელევიზიო არხებს, ასევე Universal Pictures-ის კინოსტუდიას) და Sky-ის (ევროპული მედია კომპანია, რომელიც ფლობს Sky News-ის, Sky Sports-ის, Sky Movies-ის, Sky1-ისა და Sky2-ის არხებს) განყოფილებები ცალკე სტრუქტურად გამოეყოფა.

გარიგების დასრულების შემდეგ, კორპორაციის აქციონერების მფლობელობაში იქნება როგორც Comcast-ის, ასევე NBCUniversal-ის აქციები.

Comcast-ის დირექტორთა საბჭო და მენეჯმენტი მიიჩნევენ, რომ თითოეული კომპანია, როგორც დამოუკიდებელი ერთეული, უკეთეს მდგომარეობაში იქნება სტრატეგიული პრიორიტეტების განსახორციელებლად და ინვესტირებისთვის.

ვრცლად liga.net – ზე