NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინული მხარის მოთხოვნას ახალშექმნილი NATO-უკრაინის საბჭოს სხდომის მოწვევის შესახებ დათანხმდა, – ამის შესახებ ინფორმაციას NATO-ს პრესმდივანი, ოანა ლუნგესკუ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით NATO-უკრაინის საბჭოს სხდომა 26 ივლისს, დიპლომატების დონეზე გაიმართება, სადაც შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის ტრანსპორტირების შესახებ იმსჯელებენ.