აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ნატო-ს „ხელახლა დაბალანსება“ სჭირდება.
მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაძლიერებისთვის საჭიროა, აშშ-ის პარტნიორებიც ძლიერები იყვნენ.
„ნატო რომ უფრო ძლიერი იყოს, ჩვენი პარტნიორებიც უფრო ძლიერები უნდა იყვნენ. ერთ-ერთი რამ, რაც ჩვენ ავუხსენით ნატო-ში ჩვენს მოკავშირეებს, არის ის, რომ აშშ მხოლოდ ევროპაზე არ არის ორიენტირებული. ჩვენ ასევე გვაქვს თავდაცვის საჭიროებები დასავლეთ ნახევარსფეროში, ჩვენ გვაქვს თავდაცვის საჭიროებები ინდოეთი-წყნარი ოკეანის რეგიონში. ჩვენ შეიძლება, ვიყოთ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქვეყანა, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს შეუზღუდავი რესურსები“, – აღნიშნა რუბიომ.
ამასთან, მან მოუწოდა ვაშინგტონის მოკავშირეებს, უფრო თამამი ნაბიჯები გადადგან.
„ვფიქრობ, საჭიროა ბალანსის აღდგენა და იმედია, ვითანამშრომლებთ“, – განაცხადა რუბიომ.
1tv.ge