NATO-მ  წელს ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები Steadfast Dart დაიწყო, რომლებიც ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთზე შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში სამხედრო ძალებისა და ტექნიკის სწრაფ გადაგზავნას ითვალისწინებს. მანევრები ალიანსში არსებული შიდა დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს.

გერმანია წვრთნებში საკვანძო როლს ასრულებს და NATO-ს მთავარ თავდაცვით ჰაბად ყალიბდება - ქვეყანაში 11 წევრი სახელმწიფოდან 10 ათასზე მეტი სამხედრო გადაჰყავთ. სწავლებაში მონაწილეობს 17 ხომალდი, 20 თვითმფრინავი და დაახლოებით 1500 ერთეული მძიმე ტექნიკა.

წვრთნების ფარგლებში ნატო შლის Allied Reaction Force-ს - სწრაფი რეაგირების მობილურ შენაერთს, რომელიც კრიზისულ სიტუაციებზე ოპერატიულ პასუხს ისახავს მიზნად.

tvpirveli.ge