ყოველწლიურად მსოფლიო 4 მლრდ ტონაზე მეტ ნავთობს აწარმოებს. ახლო აღმოსავლეთი მსოფლიოში ნავთობის მარაგების 50%-ს ფლობს. ამის შესახებ ინფო-გრაფიკას Ranking Royals-ი წერს.

შეერთებული შტატები ნავთობს 1850 წლიდან აწარმოებს. დღეს შეერთებული შტატები ნავთობის უდიდესი მწარმოებელია. აშშ-ში წარმოებული ნავთობის 43%-ზე მეტი ტეხასზე მოდის.

პორტალი წერს, რომ ნედლი ნავთობი მილიონობით წლის განმავლობაში დაბალი ჟანგბადისა და მაღალი წნევის გარემოში წარმოიქმნება.

1965 წლიდან მოყოლებული მსოფლიოში ნავთობის მთავარ მწარმოებელი აშშ-ია და დღეში საშუალოდ 11 მლ ბარელზე მეტ ნავთობს აწარმოებდა. მეორე ადგილზე საბჭოთა კავშირი იყო. მესამეზე - ვენესუელა საუდის არაბეთმა, მერე ირანმა ჩაანაცვლა . 80-იან წლებში პირველობა საბჭოთა კავშირს ჰქონდა. 90-იან წლებში სამეულში საბჭოთა კავშირი რუსეთის ფედერაციამ ჩაანაცვლა, პირველ ადგილზე კი დღეში 9მლნ ბარელი ნავთობის წარმოებით საუდის არაბეთი იყო. სამეული არც 2000-იან წლებში შეცვლილა. 2020 წელს აშშ-ს მიერ ნავთობის წარმოება დღეში 16.5 მლ ნ ბარელამდე გაიზარდა დღეში. ამ დროისთვის, ნავთობის წარმოებით მეორე ადგილზე იყო საუდის არაბეთია 11 მლნ ბარელით და მესამეზე - რუსეთი - 10.7 ბარელი ნავთობით. 2022 წელს აშშ-ს 17 მლნ ბარელამდე გაზარდა დღეში ნავთობის წარმოება.

Ranking Royals-ის ცნობით, 2022 წელს გლობალურად მსოფლიოში 93.9 მლნ ბარელი ნავთობი იწარმოებოდა.

2022 წელს მსოფლიოში ნავთობის მსხვილი მწარმოებლები იყვნენ:

აშშ - 17.8 მლნ ბარელი დღეში; 

საუდის არაბეთი - 12.1 მლნ ბარელი დღეში;

რუსეთი - 11.2 მლნ ბარელი დღეში;

კანადა - 5.6 მლნ ბარელი დღეში;

ერაყი - 4.5 მლნ ბარელი დღეში;

ჩინეთი - 4.1 მლნ ბარელი დღეში;

გაერთიანებული საამიროები - 4 მლნ ბარელი დღეში;

ირანი - 3.8 მლნ ბარელი დღეში;

ბრაზილია - 3.1 მლნ ბარელი დღეში;

ქუვეითი - 3 მლნ ბარელი დღეში.