შეერთებული შტატები, წმინდა აქტივების მიხედვით, 2022 წლის მსოფლიოს უმდიდრეს ქვეყნად აღიარეს. მას უზარმაზარი - $145,8 ტრილიონად შეფასებული წმინდა ქონება აქვს. ამის შესახებ Global Citizen Solutions-ი წერს.
McKinsey&Co-ს ანგარიში წერია, რომ ჩინეთის სიმდიდრე 2000 წელს 7 ტრილიონი დოლარიდან 2020 წელს წარმოუდგენელ - 120 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა და ყველაზე მდიდარი ქვეყნის ადგილი შტატებს დაუთმო.
აღნიშნულია, რომ ამის ერთ-ერთი მთავარი კატალიზატორი ჩინეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) გაწევრიანება იყო. ამას გარდა, დადგენილია, რომ ჩინეთის სიმდიდრის ორი მესამედი კონცენტრირებულია ოჯახების უმდიდრეს 10%-ში.
Global Citizen Solutions-ი წერს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მიხედვით ერთ სულ მოსახლეზე 2022 წელს ყველაზე მდიდარი ქვეყანა ლუქსემბურგია ერთ სულ მოსახლეზე $127,673 მშპ-ით, რომელსაც მოსდევს ისეთ ქვეყნები, როგორიცაა ირლანდია, ნორვეგია და შვეიცარია.