გერმანულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანია BioNTech-მა 2025 წლის პირველ კვარტალში წმინდა ზარალი 32%-ით გაზარდა, ხოლო მისი შემოსავალი მოულოდნელად შემცირდა.
იანვარ-მარტში კომპანიის წმინდა ზარალი 415.8 მილიონ ევრომდე, ანუ აქციაზე 1.73 ევრომდე გაიზარდა, ერთი წლით ადრე კი ეს მაჩვენებელი 315.1 მილიონ ევროს, ანუ აქციაზე 1.31 ევროს შეადგენდა.
შემოსავალი 182.8 მილიონ ევრომდე შემცირდა ერთი წლით ადრე არსებული 187.6 მილიარდიდან. FactSet-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები საშუალოდ მას 198.8 მილიარდ ევროდ აფასებდნენ.
BioNTech კვლავ გეგმავს შემოსავლის გენერირებას 1.7 მილიარდი ევროდან 2.2 მილიარდ ევრომდე დიაპაზონში 2025 წლისთვის.