მსოფლიოში უძველესი მოქმედი ბანკის, Monte dei Paschi di Siena SpA-ს დირექტორთა საბჭომ გადაწყვიტა ცალმხრივად შეწყვიტოს კონტრაქტი მთავარ აღმასრულებელ დირექტორ ლუიჯი ლოვალიოსთან.

ორი კვირის წინ, ლოვალიო თანამდებობას ჩამოაშორეს დირექტორთა საბჭოსთან კონფლიქტის შემდეგ, რომელიც მისი თანამდებობის დატოვების სურვილის არქონასთან იყო დაკავშირებული.

მარტის დასაწყისში ბანკის დირექტორთა საბჭომ გადაწყვიტა, რომ არ წარედგინათ მისი კანდიდატურა ხელახალი არჩევნებისთვის. მოგვიანებით გაირკვა, რომ აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე ერთადერთი კანდიდატი იქნებოდა კომუნალური მომსახურების კომპანია Acea–ს ხელმძღვანელი ფაბრიციო პალერმო.

ლოვალიომ Monte Paschi-ს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა 2022 წელს დაიკავა. მისი ხელმძღვანელობით ბანკმა რესტრუქტურიზაცია განიცადა, ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველი დივიდენდი გამოაცხადა და Mediobanca-ს შეძენა დაასრულა.

ვრცლად interfax – ზე