მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე მეტი გოლი გაიტანეს.
„სამეფო კლუბის“ მოთამაშეებმა, ჯამში, 22 გოლი მიითვალეს, აქედან 10 გოლი კილიან მბაპეზე მოდის.
კლუბების რეიტინგში მეორე ადგილზეა „პარი სენ-ჟერმენი“ – 16 გოლი, მესამეზე – „არსენალი“ (13).
მეოთხე ადგილს იყოფენ „ბაიერნი“, „სანდერლენდი“, „კრისტალ პალასი“ და „ინტერ მაიამი“ – 8. უნდა აღინიშნოს, რომ „ინტერ მაიამიდან“ ყველა გოლი ლიონელ მესიმ გაიტანა.