პორტუ პორტუგალიის პირველი ქალაქი გახდა, სადაც მცხოვრებლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბილეთების ყიდვა აღარ დასჭირდებათ. ქალაქის ხელისუფლებაში იმედოვნებენ, რომ ეს ნაბიჯი მცხოვრებლებს წაახალისებს მსუბუქი ავტომობილების ნაცვლად ავტობუსები, ტრამვაი და მატარებლები აირჩიონ.
ამჟამად, პორტუში ყოველდღიური მგზავრობების 56.8% ავტომობილით ხორციელდება და მხოლოდ 23.5% საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
უფასო მგზავრობა მხოლოდ პორტუში რეგისტრირებული მცხოვრებლებისთვისაა ხელმისაწვდომი. ის მოქმედებს Andante–ს ქსელის ყველა სახის ტრანსპორტისთვის: მეტრო, ავტობუსები, საგარეუბნო მატარებლები და ტრამვაი. მოგვიანებით, პროგრამა ასევე მოიცავს ბორნებს პორტოსა და მეზობელ ქალაქ ვილა ნოვა დე გაიას შორის.