კარტოფილი ფრი, რომელსაც ადამიანი ფარულად იღებს სხვისი თეფშიდან, შეიძლება აღიქმებოდეს უფრო გემრიელად, მიუხედავად იმისა, რომ მისი თვისებები უცვლელი რჩება – ამ დასკვნამდე მივიდნენ ჟურნალ „Food Quality and Preference“-ში გამოქვეყნებული კვლევის ავტორები.

კვლევაში 120 მოხალისე მონაწილეობდა. ყველა მონაწილეს შესთავაზეს კარტოფილი ფრის ერთნაირი ულუფა, თუმცა პირობები, რომლითაც ისინი საკვებს იღებდნენ, განსხვავებული იყო. ზოგმა ის ჩვეული წესით მიიღო, ზოგს კი კარტოფილი აჩუქეს. კიდევ ორ ჯგუფს მოუწია ფარულად აეღო ის სხვისი თეფშიდან – ან შეუმჩნეველი დარჩენის მინიმალური რისკით, ან მკაცრი კონტროლიორის მეთვალყურეობის ქვეშ.

ყველაზე მაღალი გემოვნური შეფასებები მიენიჭა იმ კარტოფილს, რომელიც მონაწილეებმა პირობითად „მოიპარეს“. მაქსიმალური ეფექტი დაფიქსირდა გამოაშკარავების მაღალი ალბათობის მქონე სიტუაციაში: მოხალისეებმა ეს ულუფა დაახლოებით 40%-ით უფრო მაღლა შეაფასეს, ვიდრე ის, რაც მათ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მიიღეს.

კვლევის ავტორებმა აღნიშნეს, რომ ტემპერატურა, ხრაშუნის ხარისხი და მარილის რაოდენობა ყველა ნიმუშში ერთნაირი იყო.

ეს იმის დასკვნის საშუალებას იძლევა, რომ განსხვავებები წარმოიშვა არა პროდუქტის მახასიათებლებიდან, არამედ ექსპერიმენტის დროს მონაწილეთა ემოციური მდგომარეობიდან.

მკვლევრების აზრით, შედეგები შეიძლება აიხსნას აკრძალული ხილის ეფექტით, რომლის დროსაც ძნელად მოსაპოვებელი ან აკრძალული ნივთები უფრო ღირებულად აღიქმება. დამატებით გავლენას, სავარაუდოდ, ახდენს რისკის განცდა, ემოციური აღგზნება და მსუბუქი დანაშაულის გრძნობა.

წყარო: snob.ru