იტალიაში პირდაპირ რკინიგზის ლიანდაგებს შორის მზის პანელების დამონტაჟება სურთ – ამგვარად, ლიანდაგებზე თავისუფალი სივრცე ელექტროენერგიას გამოიმუშავებს მატარებლების მოძრაობაში ჩარევის გარეშე.

ეს პროექტი შესაძლებელს გახდის სუფთა ენერგიის გენერირებას ცალკე მზის ელექტროსადგურების მშენებლობისა და სოფლის მეურნეობისთვის საჭირო მინდვრების გამოყენების გარეშე.

როგორ მუშაობს ეს სისტემა? მზის პანელები განთავსებულია შპალებზე, რელსებს შორის ღია სივრცეში, რაც მატარებლებს საშუალებას აძლევს, პირდაპირ მათზე გაიარონ. გამომუშავებული ელექტროენერგიას თავდაპირველად საერთო ქსელში გააგზავნიან, თუმცა, მომავალში სურთ მისი გამოყენება თავად რკინიგზაზე, მაგალითად, განათების სადგურებისთვის, შუქნიშნების და სხვა აღჭურვილობის მუშაობისთვის.

ვრცლად euro-pulse – ზე