უკრაინას, რუსეთსა და აშშ-ს შორის მომდევნო სამმხრივი შეხვედრები 4 და 5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„უკრაინა მზადაა შინაარსიანი მოლაპარაკებებისთვის და დაინტერესებულები ვართ იმის უზრუნველყოფით, რომ შედეგი ომის რეალურ და ღირსეულ დასასრულთან ახლოს მიგვიყვანს“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.
ცნობისთვის, რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის სამმხრივი შეხვედრები 23-24 იანვარს არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში გაიმართა.