მაშინ, როდესაც უკრაინელები საკუთარი სიცოცხლისთვის იბრძვიან, ახალი ცნობები ვრცელდება იმის შესახებ, თუ როგორ აქცევს ივანიშვილის მარიონეტული რეჟიმი ქართულ პორტებს პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ სათამაშო მოედნებად, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) სოციალურ ქსელში წერს.

ჯო უილსონი სოციალურ ქსელში გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი, ფაქტის“ სტატიას აზიარებს, რომელშიც ნათქვამია, რომ „რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის” რამდენიმე გემი ქართულ პორტებსაც სტუმრობს ხოლმე“.

„აღმაშფოთებელია! მაშინ, როდესაც უკრაინელები საკუთარი სიცოცხლისთვის იბრძვიან, ახალი ცნობები ვრცელდება იმის შესახებ, თუ როგორ აქცევს ივანიშვილის მარიონეტული რეჟიმი ქართულ პორტებს პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ სათამაშო მოედნებად. სისხლიანი ნავთობის გადატანის მიზნით საიდენტიფიკაციო სისტემის გათიშვა ომის დანაშაულებში თანამონაწილეობაა“, - წერს უილსონი X-ზე.

www.interpressnews.ge