"მეგობრებო... „ღირსების კოდექსზე“ გვსმენია რამე?! იმ ტოტს ნუ მოჭრით რომელზეც ზიხართ !!!" - ასე მიმართა ეკონომიკის დოქტორმა, სტუ-ის ასოცირებულმა პროფესორმა, ირაკლი ჯანგავაძემ მმართველი პოლიტიკური ძალის იმ წარმომადგენლებს, რომლებსაც თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა (თსუ-სა) და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ-ს) გაერთიანება აქვთ განზრახული.
გარდა იმისა, რომ უნივერსიტეტების გაეღტიანება არასწორი და ამორალურია, ირაკლი ჯანგავაძისთვის ეს გადაწყვეტილება, ყველაფერთან ერთად, სარკასტულიცაა და შეურაცხმყოფველიც. მის პოსტს "კომერსანტი" უცვლელად გთავაზობთ და თან დავურთავთ დღევანდელ საპროტესტო აქციაზე ჯანგავაძის გამოსვლიდან ნაწყვეტს.
"საქმე უკვე შეეხება ასწლოვანი ტრადიციებისა და საქართველოს ისტორიაში მაგისტრალური მნიშვნელობის მქონე, ჩვენი ალმა-მატერის (რომელიც აძლევს ადამიანს სულიერ საზრდოს), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრაქტიკულად „გაქრობას“ საგანმანათლებლო დღის წესრიგიდან.ყველაზე მეტად კი იმაზე გვეწვის გული და შეურაცხყოფილად ვგრძნობთ თავს, თუ რამდენად „სარკასტულია“ ეს გადაწყვეტილება - ერთი კვირის წინ გვილოცავდეთ სტუ-ის 104 წლის იუბილეს, ხოლო მომავალ კვირას „გვახაროთ“ რომ ჩვენი „ცოდნის ტაძარი“ რომელიც აქ მოღვაწე ადამიანებისთვის და სტუდენტებისთვის წმინდათა წმინდაა და პრაქტიკულად მათი მეორე „ოჯახია“, თურმე „ვიღაც მავანის“ გადაწყვეტილებით უნდა გაუქმდეს, ისე რომ ამის შესახებ არც საუნივერსიტეტო საზოგადოებამ იცოდეს... მეგობრებო... „ღირსების კოდექსზე“ გვსმენია რამე?! იმ ტოტს ნუ მოჭრით რომელზეც ზიხართ !!!პატივისცემით,ეკონომიკის დოქტორი,სტუ-ის ასოცირებული პროფესორი,ირაკლი ჯანგავაძე," - წერს ის სოც.ქსელში.
გეყოთ ვაჟკაცობა .. - ასე მიმართავს პროფესორი "ოცნების" იმ დეპუტატებს, რომელთაც "სტუ" აქვთ დამთავრებული და მოითხოვს, რომ ორი უნივერსიტეტის გაერთიანებაზე ცვლილებებს მხარი არ დაუჭირონ.
შეგახსენებთ, "ქართულმა ოცნების“ ხელისუფლებამ თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა. ამ გადაწყვეტილების გასაჯაროებას გუშინვე თსუ-სთან და ტსუ-სთან პროფესორ-მასწავლებლების საპროტესტო აქცია მოჰყვა. აქცია გაიმართა დღესაც.
განათლების ექსპერტების სეფასებიტ, ე.წ. რეფორმით“ საერთაშორისო სტანდარტებთან, ყოველგვარი შესაბამისობა ისპობა, რომელიც ვერ დააკმაყოფილებს არათუ ევროპულ, არამედ დასავლური უნივერსიტეტის მოთხოვნებსაც,
"თუ სტუ და თსუ ჰარვარდი და ოქსფორდი არ არის, როგორც ქვეყანა ვითარდება, ისე ვართ ჩვენც - 16 იანვარს, იუბილეზე, მთავრობამ გვაქო, გვადიდა, ბოლოს კი ამით დასრულდა - ეს ჩვენი დედა უნივერსიტეტია და დედა რომ მოხუცდეს, გადააგდებ და ახალს მოიყვან?" - ეს კიდევ ერთი პროფესორის აქციაზე წარმოთქმული სიტყვებია. ამით მან უპასუხა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, რომელმაც გუშინ ასეთი რამ თქვა:"ჩვენ დავაანონსეთ განათლების რეფორმა და უცბად გაირკვა, რომ თურმე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოფილა ჰარვარდი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოფილა კემბრიჯი და ილიას უნივერსიტეტი ყოფილა ოქსფორდი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი და ეს კამპანია, რომელსაც ჩვენი ოპონენტები აწარმოებენ, არის ისევ და ისევ სიყალბეზე აგებული. ეს ყველაფერი მეტყველებს მათ სპეკულაციურ ბუნებაზე". კობახიძე ამტკიცებს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანობაში სისტემის ოპტიმიზაციას. პრემიერის მტკიცებით, ეს ყველაფერი მიმართულია განათლების ხარისხის გაუმჯობესებისკენ ქვეყანაში. კობახიძის განცხადებით, არცერთი კონკრეტული განცხადება არ ყოფილა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მინუსი შეიძლება ჰქონდეს უნივერსიტეტების გაერთიანებას, თუმცა, პროფესორ-მასწავლებლები ვარაუდობენ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ივანიშვილის უნივერსიტეტის გასაძლიერებლად უქმდება.
აქციაზე დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე ამბობს, რომ თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს, გეგმავს, აკადემიური საბჭო შეკრიბოს და ღია მსჯელობა გამართოს. დღესვე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა “ქართული ოცნების” დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს წერილობით მიმართეს. მათ ივანიშვილს სთხოვეს, განათლების რეფორმის ავტორებთან შუამდგომლობა და განხილვის პროცესში სტუ-ს წარმომადგენლების ჩართვა. მიმართვის ტექსტი სტუ-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა და მას ხელმომწერთა სია არ ახლავს.
ხელისუფლება ამცირებს სწავლის ხანგრძლივობას, ხარისხს, ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომობას,- ასე აფასებს განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია, სფეროში დაანონსებულ ცვლილებებს.