რუსეთის დედაქალაქში, მოსკოვისა და ვორონეჟის ოლქებში კონტრტერორისტული რეჟიმი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს დროში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიმართვა იგეგმება.