მიშელ ობამამ, შეერთებული შტატების ყოფილმა პირველმა ლედიმ და ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას მეუღლემ, კალათბურთელ სტეფან კარისთან თანამშრომლობით სპორტული სასმელის ბრენდი გამოუშვა – ამის შესახებ The Hill იუწყება.

გამოცემის ცნობით, ბრენდს PLEZi Hydration დაერქმევა. რეგისტრირებული დიეტოლოგების რჩევით შემუშავებული  სასმელი შეიცავს მეტ კალიუმს, ორჯერ ნაკლებ შაქარს და ნაკლებ ნატრიუმს.

სასმელი გაიყიდება სამ გემოში და ხელმისაწვდომი იქნება აშშ-ის მაღაზიებში და ონლაინ 2,29 დოლარად. 

ვრცლად rbc-ზე