ოქსფორდის უნივერსიტეტის, ფრენსის კრიკის ინსტიტუტისა და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) მეცნიერებმა გამოიყენეს Oxford-AstraZeneca COVID-19 ვაქცინის მსგავსი ტექნოლოგია, რათა შეექმნათ "LungVax", ვაქცინა, რომელიც ააქტიურებს იმუნურ სისტემას კიბოს უჯრედების გასანადგურებლად. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

მეცნიერთა გუნდმა, ვაქცინის 3000 დოზის წარმოებისთვის, საქველმოქმედო ორგანიზაციებისგან (Cancer Research UK და CRIS Cancer Foundation)  1,7 მილიონ ფუნტამდე დაფინანსება მიიღო.