ბუნებრივი ციკლი ელ-ნინიო, რომელიც ცვლის ამინდს მთელ მსოფლიოში, ამავდროულად აძლიერებს გლობალურ დათბობას და თავადაც იცვლება მისი გავლენის ქვეშ, – ამბობენ მეტეოროლოგები.
ახალი კვლევის თანახმად, ელ-ნინიოს და მისი საპირისპირო ლა-ნინიას შორის დათბობისა და გაგრილების ციკლში უჩვეულო ბოლოდროინდელი წყვეტა მეცნიერული საიდუმლოს ახსნაში გვეხმარება: რატომ აიწია დედამიწის ისედაც მზარდი ტემპერატურა ახალ დონემდე ბოლო სამი წლის განმავლობაში.
გარდა ამისა, გლობალური დათბობით გამოწვეულმა სწრაფმა ამინდის ცვლილებებმა მეცნიერები აიძულა, გადაეხედათ კრიტერიუმები, რომლითაც ისინი ელ-ნინიოს და ლა-ნინიას მოვლენებს განსაზღვრავენ.