ავტომწარმოებელი Mercedes-Benz-ი, ხმოვან ასისტენტში ChatGPT-ის ინტეგრირებისთვის, Microsoft-ის Azure OpenAI სერვისს იყენებს.

Engadget-ის თანახმად, ის თავდაპირველად ხელმისაწვდომი იქნება ავტომობილის შერჩეულ მოდელებში, აშშ-ს მომხმარებლებისთვის, როგორც სამთვიანი Beta ტესტის ნაწილი. მაგრამ მერსედესი ამბობს, რომ მომავალში განიხილავს ChatGPT-ის უფრო ფართო და პერმანენტულ ჩაშვებას.

ChatGPT-ის ინტეგრაციით, ხმოვანი ასისტენტი, იმის ნაცვლად, რომ უპასუხოს მარტივ და წინასწარ დაპროგრამებულ ბრძანებებს, თითქმის ნებისმიერ თემაზე შეძლებს საუბარს და დასვამს კონტექსტურ კითხვებს.

გარდა ამისა, Mercedes-ი დასძენს, რომ ის ChatGPT-ის შესაძლებლობებს იკვლევს, რომ მისი დახმარებით რესტორნებისა და კინოს ბილეთების დაჯავშნაც იყოს ხელმისაწვდომი.

სამთვიანი Beta ვერსია 16 ივნისს ჩაეშვა და მხოლოდ მერსედესის ავტომობილების შერჩეულ მოდელებზე მუშაობს, რომლებსაც ინსტალირებული აქვთ MBUX საინფორმაციო გასართობი სისტემა.