სამი ახალგაზრდა ანტერპრენერი - ბრენდონ ფუდი, ადარშ ჰირემათი და სურია მიდჰა მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერები გახდნენ. 

ბიჭების მიერ 2023 წელს  შექმნილი AI სტარტაპის- Mercor-ის საბაზრო ღირებულებამ მიმდინარე წელს 10 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. 

Mercor ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიებსა და ტექნოლოგიურ კომპანიებს ახალი თანამშრომლების ბაზას, მონაცემთა ანოტაციას და სპეციალისტების აუთსორსინგის სერვისებს სთავაზობს. 

Forbes-ის მიხედვით, ბიჭები კოლეჯის პირველივე სემესტრიდან მეგობრობენ, Mercor კი მათი პირველი მასშტაბური პროექტია.